ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ გენერალ ყასემ სოლეიმანის მკვლელობას მიესალმება. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სოლეიმანის მკვლელობა „ისლამური სახელმწიფოს“ გადარჩენილ მებრძოლებს რეგიონში გაძლიერების საშუალებას მისცემს და ისინი სირიასა და ერაყში არსებული არეულობით სარგებლობას შეეცდებიან.

 

ამასთანავე ცნობილია, რომ ყასემ სოლეიმანი „ისლამური სახელმწიფოს“ დაუძინებელი მტერი იყო და რეგიონიდან მათ საბოლოოდ განსადევნად იბრძოდა.

 

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქში, აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად, ერაყელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.