საკრუიზო ხომალდ „ვესტერდამს“, რომლის მიღებაზე უარი ხუთმა პორტმა განაცხადა, საბოლოოდ კამბოჯის პორტში შესვლის უფლება მისცეს. მედიის ცნობით, ჰოლანდიურ-ამერიკული საკრუიზო გემი „ვესტერდამი“, რომლის ბორტზეც 1 455 მგზავრი და ეკიპაჟის 802 წევრი იმყოფებოდა, 1-ელ თებერვალს ჰონგ-კონგიდან გამოვიდა, რის შემდეგაც სხვადასხვა პორტში შესვლას ცდილობდა.

 

გემს პორტში შესვლაზე უარი ტაილანდში, ფილიპინებში, ტაივანში, გუამსა და იაპონიაში უთხრეს. საბოლოოდ კი მის მიღებაზე თანხმობა კამბოჯამ განაცხადა. მგზავრებს პორტში სამედიცინო პერსონალი შეამოწმებს, რის შემდეგაც ისინი ხმელეთზე გადასვლასა და საკუთარ ქვეყნებში გამგზავრებას შეძლებენ.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის გემზე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.