ისრაელი გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებას ააშენებს, რომელსაც „ტრამპის მაღლობებს“ დაარქმევს, - ამის შესახებ ინფორმაციას Nbcnews-ი ავრცელებს.

 

მთავრობამ შესაბამისი დადგენილება კვირას დაამტკიცა. „დღეს Ramat Trump-ის ( ტრამპის მაღლობები) ასაშენებლად პირველ კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

 

პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი გეგმის განსახორციელებლად ისრაელის მთავრობამ 8 მილიონი შეკელი (2.3 მილიონი აშშ დოლარი) გამოყო. მედიის ინფორმაციით, დასახლებაში, რომელსაც დონალდ ტრამპის სახელს დაარქმევენ, ამჟამად რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს, პროექტის დასრულების შემდეგ კი იქ 300-მდე ოჯახი იცხოვრებს.

 

აღსანიშნავია, რომ ისრაელის ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწვეტილება დონალდ ტრამპის დაბადების დღეს გაახმოვანა.

 

ცნობისათვის, შარშან აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა. გოლანის მაღლობები ისრაელის არმიამ 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს დაიკავა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.