ირანის პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ AFP ადგილობრივ სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვებს Instagram-ზე ყიდდნენ. სქემაში 10-15 ანგარიში იყო ჩართული. საუბარია 2 პატარაზე, რომელთაგანაც ერთი 20 დღისა, მეორე კი 2 თვისაა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ბავშვების მშობლებისგან 50 და 100 მილიონ რიალად იყიდეს ( 255 და 510 აშშ დოლარი), ხოლო მათ გაყიდვას 400-500 მილიონად აპირებდნენ.

 

ამ ეტაპზე ბავშვებზე სოციალური სამსახური ზრუნავს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.