ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრი ელჟან ბირტანოვი, რომელსაც 14 ივნისს კორონავირუსი დაუდასტურდა, თანამდებობიდან დაითხოვეს.

 

შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა. ბირტანოვს პოსტზე ალექსეი ცოი ჩაანაცვლებს, რომელიც მანამდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო.

 

ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კოვიდ-19-ით ინფიცირების 19 285 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსმა ქვეყანაში 136 ადამიანი იმსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 11 882 პაციენტი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.