ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, მარტში დახურული ტაჯ მაჰალის ტაძარი ვიზიტორებისთვის კვლავ გაიხსნა, - ამის შესახებ BBC წერს.

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა დღის განმავლობაში მხოლოდ 5 000 ვიზიტორს მიიღებს და სავალდებულო იქნება უსაფრთხოების ზომების დაცვა. პანდემიამდე მას დღეში 70 ათასამდე ადამიანი სტუმრობდა

 

. ვიზიტორებს ბილეთების ელექტრონულად შეძენა, თერმოსკრინინგის გავლა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა მოუწევთ.

 

ქალაქ აგრაში მდებარე მარმარილოს მავზოლეუმი ტაჯ მაჰალი, რომელიც იუნესკოს ისტორიული ძეგლების მემკვიდრეობის სიაშია, კორონავირუსის გამო ვიზიტორებისთვის 17 მარტს დაიხურა.

 

ინდოეთის ტურიზმის სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს ტაჯ მაჰალს 6,5 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა.

 

ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების საერთო მაჩვენებელმა 5.4 მილიონს გადააჭარბა. სულ ქვეყანაში 87 ათასამდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

 

ინდოეთში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 30 იანვარს გამოვლინდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.