ყაზახეთმა სიკვდილით დასჯა სრულად გააუქმა, ამის შესნახებ ინფორმაციას dw.com ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა წერს, ყაზახეთის საგარეო საქმეში აცხადებენ, რომ ქვეყანა ადამიანის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო აქტის მეორე ფაკულტატურ პროტოკოლს შეუერთდა.

 

აღნიშნული გადაწვეტილება, ყზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის ზოგად პოლიტიკურ დებატებზე ვიდომიმართვისას გამოაცხადა. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ ყაზახეთი მოწოდებულია შეასრულოს ცხოვრების ძირითადი უფლებები და ადამიანის ღირსება.

 

აღსანისშნავია, რომ ყაზახეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი 2003 წლიდან მოქმედებს. ამასთანავე, სიკკვდილის დასჯა, როგორც სისხლისსამართლებრივი სასჯელი, არ გაუქმებულა და მისი აღსრულება მორატორიუმის მოხსნიდან ერთი წლის განმავლობაშ გახდებოდა შესაძლებელი.

 

ასევე აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში, 2004 წლიდან სამუდამო პატიმრობა გამოიყენება სიკვდილით დასჯის ნაცვლად.

 

dw.com ინფორმაციით ქვეყანაში, მხოლოდ ერთი სიკვდილის დასჯის განაჩენია, ეს არის ,,ალმა-ატას მსროლელი“ რუსლან კულეკბაევი, რომელიც დამანშავედ ცნეს ალმა-ატაში 2016 წელს 10 ადამიანის დახვრეტაში

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.