ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატზე ტალახაძემ აკვრაში 264 კგ. ასწია რაც მსოფლიო რეკორდია. ამასთან, ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა ორჭიდშიც. კერძოდ, ქართველმა ძალოსანმა ორჭიდში ჯამში 478 კგ. ასწია და მსოფლიოს საუკეთესო შედეგის მქონე ძალოსანი გახდა.

 

ლაშა ტალახაძემ თბილისში მიმდინარე საქართველოს ძალოსნობის ჩემპიონატი წარმატებულად ჩაატარა და 105+ კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.