Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6655
EUR
3.0352
RUR
0.0399
GBP
3.3719

სადაზღვევო კომპანია აისი ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანია Euroins Group-ის წევრი გახდა. შერწყმის პროცესის პირველი ეტაპი 2018 წლის 11 დეკემბერს დასრულდა. „აი სი ჯგუფი“, ამიერიდან „ევროინს საქართველოს“ სახელით იმუშავებს ქართულ ბაზარზე და სრულად დანერგავს ევროპული სადაზღვევო კომპანიის პრაქტიკას, საერთაშორისო გამოცდილებას და ევროპაში უკვე აპრობირებულ, თანამედროვე დაზღვევის სისტემას, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე.

 

„აი სი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თენგიზ მეზურნიშვილის განცხადებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დღესდღეობით, დაზღვევაზე დაბალი მოთხოვნილებაა, განვითარებულ ქვეყნებში კი, ეს კოეფიციენტი ბევრად მაღალია. დაზღვევის კულტურა საქართველოში ახლა ინერგება. საქართველოს კი აქვს შესაძლებლობა მრავალჯერ გაზარდოს სადაზღვეო ბაზრის მომსახურება. გვექნება ახალი პროდუქტები, გვინდა რომ დავნერგოთ აიტი ტექნოლოგიების გამოყენებით მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ინტერნეტით და გავამარტივოთ დაზღვევის პროცესი. ადამიანებს შეეძლოთ ონლაინ სადაზღვეო უზრუნველყოფა, შესაბამისად, პროდუქტიც შეიცვლება. აქცენტს გავაკეთებთ მარალ ხარისხზე, როგორიც დღეს ევროპულ ქვეყნებშია, რადგან მომხმარებლის ინტერესი დაზღვევის მიმართ გაიზარდოს.

 

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, დღესდღეობით, დაზღვევაზე დაბალი მოთხოვნილებაა, განვითარებულ ქვეყნებში კი, ეს კოეფიციენტი ბევრად მაღალია. დაზღვევის კულტურა ახლა ინერგება საქართველოში. ჩვენი პარტნიორებიც და ჩვენც ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა მრავალჯერ გაზარდოს სადაზღვეო ბაზრის მომსახურება. დაზღვევამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ქვეყნის ეკოომიკის განვითარებაში. რაც შეეხება რებრენდინგს, ჩვენს კლიენტებს ახალ წელს მივულოცავთ "ევროინსის" სახელით. აქედან დაიწყება ჩვენი რებრენდინგის აქტიური კამპანია და გაგრძელდება შემდეგი წლის განმავლობაში. რაც შეეხება კომპანიას, ქართული მხარე მაქსიმალურად იქნება ჩართული მართვაში, თუმცა "ევროინსის" წარმომაგდენლები როგორც სამეთვალყურეო, ასევე დირექტორთა საბჭოშიც იქნებიან,"- განაცხადა თენგიზ მეზურნიშვილმა

 

როგორც Euroins Group-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ქართული სადაზღვევო კომპანიის შეძენა არის კომპანიის განვითარების სტრატეგიის ნაწილი. მათი თქმით, საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილების მთავარ მიზეზს ჯანსაღ ბიზნეს გარემოს, ეკონომიკურ ზრდას და სადაზღვევო სექტორის დინამიურად განვითარების პროგნოზი წარმოადგენს.

 

„ევროინსის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის გეორგი მარკოვის განცხადებით, საქართველო სწორედ იმიტომ შეირჩა, ქვეყანაში პოტენციურ პარტნიორა, ეს კომპანიისთვის სტრატეგიულად წინ გადადგმული ნაბიჯია. „საქართველო წარმოადგენს მდიდარი ტრადიციებისა და მემკვიდრეობის ქვეყანას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, როგორც რეგიონალურად, ისე გლობალურად.

 

„აი სი ჯგუფის“ სახით ვიპოვეთ სანდო პარტნიორი, რომლის პროფესიონალთა გუნდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, მზადყოფნა ცვლილებისათვის და რაც მთავარია, უნარი განახორციელოს ჩვენი საერთაშორისო კონკურენტუნარიანი გეგმები მთელს რეგიონში. ჩვენი მიზანია საუკეთესო ხარისხის მომსახურების, მომხმარებელთა კმაყოფილებისა და მაღალი ნდობის მოპოვების ფონზე, განვავითაროთ დაზღვევა და სადაზღვევო პროდუქტები ჩვენს ქვეყანაში. საქართველო სწორედ იმიტომ შევარჩიეთ, რომ ამ ქვეყანაში პოტენციურ პარტნიორს ვხედავთ. ეს ჩვენთვის სტრატეგიულად წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა ამისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ სფეროსთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა. იზრდება მოთხოვნა რიგ მომსახურებაზე, ახალ ნაწარმზე, რათა გაუმჯობესდეს დაზღვევის ბაზარი.“ - განაცხადა გეორგი მარკოვმა.

ტელეკომპანია „იბერიას“ და „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, მის ბიზნესზე რეკეტი მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფი ახორციელებს.

 

მისი თქმით, საქმე ეხება რეალურ კანონდარღვევებს და თუკი ის ადამიანები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ ისაუბრებენ, ყველაფერი ნათელი გახდება.

 

„მიმდინარეობდა და მიმდინარეობს რეკეტი, კერძოდ, ახლა გვაქვს რეკეტი და გამოძალვა „ომეგა ჯგუფზე“. ვსაუბრობთ გახსნილად და მთავარია, ამას ჰქონდეს შედეგი. ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ, კრიმინალურ ჯგუფთან საქმე, რომელიც ფიქრობს, როგორ იმოქმედოს თითქოსდა უხილავად. ასე ქვეყანა ვერ განვითარდება. ლევან ყიფიანმა და სხვა მოქმედმა კრიმინალურმა წევრმა შეიძლება ბევრი რამ თქვან, მაგრამ თუ კანონი იმოქმედებს, უფრო ბევრს იტყვიან, როცა აყვანილები იქნებიან. საქმე გვაქვს რეალურ კანონდარღვევებთან და თუ ჩვენ აბსურდზე ვიმსჯელებთ, მთავარი გვრჩება. ეს ხალხი დღესაც ყვლეფს სახელმწიფოს, ისაკუთრებს ბიზნესებს“,- აცხადებს ოქუაშვილი.

 

რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრას, ზაზა ოქუაშვილი პასუხობს: „რომელი საღად მოაზროვნე ბიზნესმენი გაგიგიათ, რომ მიდიოდეს სადმე შეკრებაზე, აძლევდეს მისი კუთვნილი 100%-დან 75%-ს, ან სად გინახავთ ორი კომპანია ინაწილებდეს 25-25%-ს?“,- აღნიშნა ოქუაშვილმა.

 

ზაზა ოქუაშვილის თქმით, „ომეგას“ გაჩერება სხვადასხვა ბერკეტით ხდებოდა, მათ შორის, ფინანსურით.

 

„ომეგას“ გაჩერება ხდებოდა სხვადასხვა ფინანსური ბერკეტით. ეს დაიწყო ბანკებიდან, როცა ბანკმა 5 წელზე გაწერილი კრედიტი ამოიღო ერთ წელში. ყოველთვის ხდებოდა მილიონების მოთხოვნა“,- განაცხადა ოქუაშვილმა.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ჩანაწერების ავთენტურობა უნდა გაირკვეს, რადგან მოცემულ სიტუაციაში მეტი სიცხადეა საჭირო.

 

მისივე თქმით, კომპანია "ომეგას" სახელმწიფოს მიმართ გარკვეული ვალდებულებები აქვს.

 

"მნიშვნელოვანია, გაირკვეს რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერები, მეორე მხარის განცხადებით, ეს იყო საქმიანი ბიზნესშეხვედრა და ალბათ, უფრო მეტი სიცხადეა საჭირო, როცა ამ ტიპის ჩანაწერები ვრცელდება. ზოგადად, როცა საუბარი მიდის საქმიან ბიზნესმოლაპარაკებებზე, ცოტა არაეთიკურია, როცა ამგვარი შეხვედრის ჩაწერა ხდება და შემდეგ მისი გასაჯაროება, რადგან ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში ბევრი დელიკატური და სენსიტიური საკითხია, სადაც ცალკეული პიროვნებები, რეალურად ან არარეალურად იქნენ დასახელებულები. ზოგადად კი, „ომეგა ჯგუფის“ დაკავშირება ტელეკომპანია „იბერიასთან“ და ტელევიზიის გამოყენება იმ კუთხით, რომ კომპანია „ომეგას“ გააჩნია გარკვეული ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ, რომელიც მის მიერვე არის დეკლარირებული, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერი საგადასახადო ვალდებულება უნდა იყოს შესრულებული. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე კონსულტაცია კომპანია „ომეგასთან“ და მზად ვართ, რომ ვიშუამდგომლოთ ამ დავალიანების დროში ოპტიმალურად გაწერის ნაწილში, ამის შესახებ რეკომენდაციაც გვაქვს გაცემული, მაგრამ ის რაც ხდება კომპანიის მხრიდან ტელევიზიის გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული", - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

ექსკლუზიური სიახლეები
01 ივნისი 2018
მაკა ჩიჩუა მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან

ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები უკვე რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან ზაზა სარალიძე და მ...

01 ივნისი 2018
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში, პარლამენტთან მიმდინარეობს ქუთაისში ზაზა სარალი...

01 ივნისი 2018
მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს და დაგვიდგეს გვერდით

ზაზა სარალიძე - მინდა, თხოვნით მივმართო ბატონ გიორგი მარგველაშვილს, თუ შეუძლია, გამოვიდეს...

01 ივნისი 2018
პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ აქციაზე მივიდა. პრემიერს...

01 ივნისი 2018
გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან ინფორმაცია ყოველდღიურად მიიღონ

გამოძიებაში, რომელსაც შსს დაიწყებს, გარდაცვლილი მოზარდების მშობლებს შეეძლებათ გამოძიებიდან...

12 ივნისი 2018
ალბათ, დასაკავებელთა სია ჰქონდათ და ავტომატურად წაიკითხეს, ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო

ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან...

10 დეკემბერი 2018
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა

საქართველოს პარლამენტი ყოველთვის იქნება მოწინავე პოზიციაზე, რასაც ჰქვია ადამიანის უფლებები...

10 დეკემბერი 2018
კარლ ჰარცელი - ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდინი აქვს საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელიმ განაცხადებით, ევროკავშირს ძალიან დიდი მოლოდ...

არქივი

« « » » დეკემბერი 2018
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

ამინდი

უმეტესად ღრუბლიანი

1°C

თბილისი

უმეტესად ღრუბლიანი

სინესტე: 95%

ქარი: 4.83 km/h

  • 19 დეკემბერი 2018

    ღრუბლიანი 2°C 0°C

  • 20 დეკემბერი 2018

    ღრუბლიანი 4°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ჟურნალისტური გამოძიება

პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...პრემიერი აქციიდან დაცვამ გაიყვანა. გიორგი კვირიკაშვილს აქციის მონაწილეები ბოთლებს ესროდნენ...

გამოკითხვა

დაბრუნდეს თუ არა რუსეთი დიდი რვიანში?