რა თქმა უნდა, როდესაც არის არატრანსფარენტული გარემო, როდესაც არის პროექტზე მიზანმიმართული ზეწოლა, ეს არა მხოლოდ პროექტთან მიმართებაში არის შემაფერხებელი, ვფიქრობ რომ, ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზეც უარყოფუთად აისახება, - ამის შესახებ „ანაკლია სითის“ დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ტრანსფარენტულად წარიმართოს, რადგან ეს პროცესები ბევრ კითხვას უჩენს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ისე უცხოელ ინვესტორებს, რაც ქვეყანაზე ნეგატიურად აუსახება.

 

ბოჭორიშვილმა უშუალოდ პროექტთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქტიურად ხდება საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობა.

 

„ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიჩერები პორტზე და სპეციალურ ინდუსტრიულ ზონაზე მუშაობა. მოლაპარაკებები გვაქვს წამყვან სააერთაშორისო კომპანიებთან, სულ ახლახანს იაპონური კომპანია იყო საქართველოში ჩამოსული, რომელმაც ძალიან პოზიტიურად შეაფასა ეს პროექტი. მოლაპარაკებები გვაქვს ლოგისტიკურ კომპანიებთან, რათა მათთვის ანაკლია რეგიონში შემოსასვლელ პლატფორმად იქცეს. ამასთან, სპეციალური ეკონომიკური ზონა იქნება დიდი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის, რომ გააფართოვონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა და ექსპორტზე ორიენტირებულები გახდეს“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.