ჩვენი გეგმები გაცილებით შორს მიდის, ცდება მარტო პორტის მშენებლობას და ჩვენი მომავალი პარტნიორობა hyundai samho heavy industries-სთან იქნება სწორედ გემთმშენებლობისკენ მიმართული და იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს ჰყავდეს თავისი ფლოტი და თავისი გემები, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მამუკა ხაზარაძე დღეს გამართულ ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდა, რომელზეც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" კომპანია hyundai samho heavy industries-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა და სწორედ ეს კომპანიაა გამარჯვებული საერთაშორისო ტენდერში, რომლითაც კონსორციუმმა ამწეების პროვაიდერი შეარჩია.

 

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის, რამეთუ მსოფლიოს გიგანტ კომპანიასთან გავაფორმეთ პარტნიორობის ხელშეკრულება. ეს არის სამხრეთკორეული hyundai samho heavy industries, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულად ყველაფერს, მათ შორის ყველა დანადგარს, რომელიც ჩვენ გვესაჭიროება. ასევე მსოფლიო სამეულში შედის გემთმშენებლობაში", -განაცხადა ხაზარაძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.