ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა, - ამის შესახებ აღნიშნულია ღია წერილში, რომელითაც საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს.

 

ფადი ასლის თქმით, გასული 21 წლის განმავლობაში ის ყოველდღიურად ხედავდა, თუ როგორ იყენებდა მთავრობა სისტემატურად სახელმწიფო აპარატს ბიზნესმენების ამოსაძირკვად, დასასუსტებლად და დასაშანტაჟებელად.

 

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ და 2012 წლის 5 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით გავმართეთ ჩვენი ბიზნეს საზოგადოების პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ამ შეხვედრის დროს ბატონი ივანიშვილი ბიზნესსაზოგადოებას დაჰპირდა ძალადობისა და ზეწოლისაგან დაცვას. სამწუხაროდ, მისი სიტყვები იმავე დღეს – მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა, რამეთუ შემდგომ სწორედ იგი გახდა საქართველოში ბიზნესის ნომერ პირველი მჩაგვრელი“, - აღნიშნულია წერილში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.