მამუკა ხაზარაძე პარლამენტში მინისტრის სათის ფორმატის ფარგლებში შს და ინფრასტრუქტურის მინისტრებს გამოსვლებს ეხმაურება. როგორც "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ფორბსის კვირაში" საუბარისას ხაზარაძემ განაცხადა, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მას ხშირი შეხვედრები ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს, თუმცა მოქმედ ხელისუფლებაში, მთავრობის წარმომადგენლებს მხოლოდ ერთხელ შეხვდა.

 

"ეს გამოსვლები რაც მოვისმინეთ, არ არის პარტნიორული სულისკვეთებით გამსჭვალული,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

ბიზნესმენის განცხადებით, ანაკლიის პროექტს არ აშენებს მხოლოდ ხაზარაძე და ამ პროცესში ჩართულია კონსორციუმი, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც თავად არის. მისივე შეფასებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები პროექტზე და პარტნიორებზე არასწორია.

 

"გზავნილი როცა არის ისეთი, რომ ჩვენი პარტნიორების დაკნინება მიმდინარეობას და მათი გაკეთებული საქმეების ცალყბად მოხსენიება მიმდინარეობს, ისინი ამ "მესიჯებს" იღებენ როგორც დამოკიდებულებას, გზავნილს მთავრობისაგან... არ არის ეს სწორი მიდგომა ინვესტორების მიმართ. დამოკიდებულება არ არის სწორი, რომ მე სახელმწიფო ვარ, შენ ჩემზე პატარა ხარ და შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ არ შეგიძლია ისაუბრო,"-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მამუკა ხაზარაძემ "ფორბსის კვირასთან" თიბისი ბანკის საქმისა და ანაკლიის პროექტის ურთიერთკავშირზეც ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან ხდება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და თუ ის დამნაშავეა, მაშინ პროკურატურამ ბრალი უნდა წაუყენოს და თუ არა, ამ შემთხვევაში საქმე უნდა დახუროს.

 

"უაპელაციოდ პოლიტიკოსები პრაქტიკულად ბრალს გვდებენ რაღაცაში, რომელზეც წესით მე ან ბრალი უნდა წაგვიყენოს პროკურატურამ, ან საქმე დახუროს. როცა ამას პოლიტიკოსები თავიანთ ინტერვიუებში ამბობენ, რომ ეს საქმე ვიცით და იქ სახლში ფული წაიღეს და ვიღაცა მოატყუეს და... ეს რა ფონია, ეს რა სამართალია და რა დამოკიდებულებაა ან რა უდანაშაულობის პრეზუმფციაზეა ლაპარაკი. ამ ფონზე ჩვენ ვცდილობთ ამხელა პროექტზე ვართ შეჭიდებულები, დიალოგი მიდის ტრიბუნებიდან და გვეუბნებიან რომ რაღაცაა დააშავე და დროზე ვერ ხურავ ფინანსურ დახურვას. ვისაც ვხვდები უცხოელებს პირველი კითხვა არის - რა ხდება თქვს თავს და რატომ ხდება. მიწევს სათითაოდ ახსნა,"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით არ არის გამორიცხული პროექტის მშენებლობა გადაიდოს რამდენიმე წლით საერთოდ არ განხორციელდეს თუკი მხარეებმა დრო დაკარგეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.