"ჩვენ ძალიან უსამართლოდ და უკანონოდ ვიქენით გამოძევებული იმ ორგანიზაციიდან, რომელიც შევქმენით ჩვენი ხელით,"- ამ განცხადებას ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გადაცემა "ფორბსის კვირაში" აკეთებს და ამბობს, რომ თიბისი ბანკის საკითხი ამოწურულია, თუმცა არ ამოწურულა თემა მის დამფუძნებლებთან, მასთან და ბადრი ჯაფარიძესთან.

 

ხაზარაძის თქმით, ის ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს სიმართლის დასადგენად. ხაზარაძე პირდაპირ აცხადებს, რომ ამ საქმესთან მიმართებაში შერჩევითი სამართალია.

 

ხაზარაძე იხსენებს, რომ იანვარში, როდესაც ის დაკითხეს 11 წლის წინანდელ საქმეზე, მან მოსამართლეს სთხოვა, რომ მისი დაკითხვა ყოფილიყო კონფიდენციალური, რისი პირობაც ხაზარაძემ სასმართლოში მიიღო. ბიზნესმენი განმარტავს, რომ კონფიდენციალურობის დაცვა პოტენციურ ინვესტორებთან ურთიერთობის დაცვის გამო უნდოდა, კერძოდ 19 იანვარს ისინი 2 დიდ ბანკთან აწერდნენ ხელს.

 

"ცოტა ცინიკურია, როცა მაღალი თანამდებობის პირი მე მეუბნება რომ "ანაკლია და ბანკი ვერ დაიცავს მოქალაქეებს და კითხვებს ვერ აარიდებინებს თავს" ძალიან გთხოვთ, ესე ნუ გველაპარაკებით, ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც 10 და 11 წლის წინანდელი დოკუმენტაცია გადავეცით სრულად, როცა კანონით შეგვეძლო 6 წლის შემდგომი დოკუმენტაცია საერთოდ განადგურებული ყოფილიყო, ეს გავაკეთეთ იმიტომ რომ საერთოდ დასამალი არაფერი არ გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა და ზიანი მოგვაყენა, პოლიტიკოსებზე ვლაპარაკობ და არ დაიცვა არც პრეზუმფცია უდანაშაულობის და ილაპარაკა ზოგ შემთხვევაში ჩვენი დაკითხვის ოქმებიდან ამონარიდებით, კითხვა მაქვს - საიდან იციან მათ პროკურატურის დაკითხვების ოქმები, როცა მე არ მაქვს ამაზე წვდომა. მე ვთხოვე, მათ მითხრეს რომ რა თქმა უდნა ეს კონფიდენციალურია, სწორედ ამ საუბრის მერე 8-9 იანვარს მათ გააკეთეს პრესკონფერენცია. რა იყო მნიშვნელოვანი, რა ითქვა რომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე დაიკითხნენ, მერე რა რომ დავიკითხეთ. იმ განცხადებით, მივიღეთ პირველი დარტყმა 50 მილიონი დოლარის ზარალი ჩვენი ინვესტორების,"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

 

ბიზნესმენი ინტერვიუში სკანდალურ წერილზეც საუბრობს, რომელიც მისი თქმით შინაგან საქმეთა მინისტრისგან მიიღო და სადაც პირდაპირ იყო მითითებული რა უნდა გაეკეთებინა მამუკა ხაზარაძეს.

 

"ჩემი პრინციპი მოყოლის არის ის, რომ ვთქვა ის რაც გადამხდა და ვთქვა სიმართლე რომელიც ემ გადამხდა. არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო. არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე რომ თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, გამორიცხულია. ვიღაცამ მიიღო ეს შეურაცხყოფად. მე ღირსების შელახვად ჩავთვალე ის, რაც ჩემს თავს ხდებოდა, ამ წერილიანად და ამიტომ ეს ვთქვი.... თუ მას უნდა რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია ეს წერილი. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ,"-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.