მეორადი ქაღალდი, მუყაო, მინა, ალუმინი, საბურავები, ზეთი, ხის მეორადი ნარჩენები და ელექტროტექნიკა - ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გადამუშავების შდეგად მოსახლეობისთვის საჭირო და ყოველდღიური მოხმარებისათვის მნიშვნელოვანი პროდუქტები მიიღება.

 

ალბათ საზოგადოების, არც თუ ისე დიდიმა ნაწლმა იცის, რომ საქართველოში სხვადასხვა მეორადი ნარჩენების გადამუშავების, რამდენიმე კომპანია უკვე წლებია არსებობს, სადაც ცდილობენ, რომ ადგილობრივი პროდუქციით იმპორტირებული ჩაანაცვლონ.

 

„გლობალ პრესი“, რადენიმე კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა, რომლებიც ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის განვითარებასა და დარგში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

 

მაგალითად, კომპანია „კრიალა“, სადაც მეორადი ქაღალდისგან ჰიგიენურ ქაღალდს აწარმოებენ იმპორტირებული პროდუქტი უკვე 30 - 40%-ით ჩაანაცვლეს.

 

კომპანიის წარმომადგენლის მიხეილ ხუციშვილის თქმით, საქართველოში პრობლემაა ნედლეულის სიმცირე, რომლის მოგვარების შემთხვევაშიც ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორი უფრო მეტად განვითარდება.

 

„კომპანიაში სულ დასაქმებულია 300-მდე ადამიანი და კეთდება ქართული საქმე. რაც შეეხება პრობლემებს ნედლეულის ნაკლებობის პრობლემაა. არიან ისეთი კომპანიები, რომლებიც აგროვებენ მაკულატურას და გააქვთ ექსპორტზე, როცა შეიძლება ეს ნედლეული აქ გამოვიყენოთ. საზღვარგარეთ იმიტომ გააქვთ, რომ თუ საქართველოში მისი საბაზრო ღირებულება მაქსიმუმ 30 თეთრია, მაგალითად, თურქეთში ის 50 თეთრი ღირს და შესაბამსად კერძო კომპანია, რომელსაც კომერციული ინტერესები აქვს თურქეთში გაიტანს ნარჩენებს. ბევრ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა, რომ ნარჩენების ქვეყნის გარეთ გატანა არ შეიძლება და მისი გამოყენება ქეყნის შიგნით უნდა მოხდეს. ამ მიმართულებით, რომ განვითარდეს სექტორი ეს დიდი ხელშეწყობა იქნება ჩვენთვის. რეალურად საქართველოში გვაქვს იმ ნედლეულის გადამუშავების რესურსი, რაც ქავეყნის აგრეთ გადის“, - აცხადებს მიხეილ ხუციშვილი.

 

ნარჩენების გადამამუშავებელ სეტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ კომპანია "ჯეო მულჩშიც“, კომპანიის წარმომადგენლის ანა ცხადაძის თქმით უმჯობესი იქნება შეიქმნას ნარჩენების შემგროვებელი და გამანაწილებელი ორგანიაცია, რათა კომპანიებისთვის ნარჩენების შეგროვება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 

„აღნიშნული სექტორის განვითარება ბევრი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი, თუმცა დღესდღეობით არსებობს პრობლემებიც, მაგალითად, ნომერ პირველი პრობლემაა ნედლეული. ხშირად, რომც გვაჩუქონ ნედლეული ჭირს რეგიონში წასვლა და მისი ტრანსპორტირება, ამიტომ ვფიქრობ საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს,რომ, მაგალითად, შეიქმნას ორგანიზაცია, რომელიც ყველანაირ ნარჩენს თვითონ შეაგროვებს და მერე გაანაწილებს კომპანიებზე ვინც ამა, თუ იმ პროდუქტს გადაამუშავებენ“,- აღნიშნავს ანა ცხადაძე.

 

შეგახსენებთ, რომ "ჯეო მულჩი“ ამიერკავკასიაში, ერთადერთი კომპანიაა, სადაც მეორადი ხის ნარჩენებისგან ორგანულ მულჩს აწარმოებენ. მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეებისგან მიიღება, რაც მცენარეებისთვის სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი და სუფთა პროდუქტია.

 

მულჩირების ძირითადი მიზნი კი მოსავლიანობის ზრდა და ბაღებსა და სკვერებში მიწის განაყოფიერებაა.

 

ნარჩენების გადამამუშავებელ სექტორს წარმოადგენს კომპანია „თი ერ სი“, სადაც საბურავებს გადაამუშავებენ და მისგან კაუჩუკის გრანულებს აწარმოებენ.

 

როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბაზღაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, აღნიშნული სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქციის შემომტანმა კომპანიამ უზრუნველყოს სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის საბურავის გადამუშავების თანხა.

 

 

„საბურავის გადამამუშავებელი კომპანა საქართველოში ერთადერთია ჩვენი, ასე რომ ჩვენ ორგანიზაციას დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვის მიმართულებით. მესამე წელია, რაც ბააზრზე ვართ და 2 000 ტონაზე მეტი საბურავის ნარჩენი გადავამუშავეთ რისგნაც კაუჩუკის გრანულებს. კაუჩუკის გრანულები გამოიყენება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში და ასევე რეზინის აღდგენაში. ჩვენ 3 წლის მანძილზე 2 500 ტონაზე მეტი კაუჩუკის გრანული გამოუშვით და ჩავანაცვლეთ იმპორტირებული 60% -ით.

 

დღეს საქართველოში საბურავების გადამუშავება არ განეკუთვნება მომგებიან ბიზნესს, რდაგან შემომტანი არ უზრუნელყოფს საბურავების გადამუშავების თანხას. ანუ აუცილებელია, რომ საკანონმდებლო დონეზე იქნას მიღწეული, რომ თვითონ შემომტანმა უზრუნველყოს საბურავის გადამუშავების თანხა და არა ჩვენ“, - აცხადებს ზურაბ ბაზღაძე.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაიამ გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ნარჩენების შემგროვებელი და გადამამუშავებელი 15-მდე კომპანია.

 

 

 

 

 

Alecsandra Ispiriani
ავტორი:Alecsandra Ispiriani
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.