„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმი მთავრობის წინააღმდეგ დავას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხზე საარბიტრაჟო სასამართლოში გეგმავს. ამის შესახებ ახვლედიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კითხვის ქვეშ დგას პროექტის ბედი და ზიანდება ქვეყნის ინტერესი.

 

„მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, თუ არა მივმართოთ საარბირტაჟო სასამართლოს. არის იურიდიული პროცესები, რომელიც გასავლელია და დავძრავთ. პროცესების დასრულებისთანავე იქნება მიმართული საარბიტრაჟო სასამართლოში. სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განხორციელებასაც შეუძლია ეკონომიკური გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ამ პროექტისთვის არ იყო ყველაფერი გაკეთებული, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო. არ იყო გადადგმული მცირედი ნაბიჯები და არ იყო განხილული ის დათმობები, რომელიც ჩვენ წინაპირობად წავაყენეთ, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლებოდა პროექტის წარმატებით განხორციელება. ეს რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთავრობის მოტივაციას ამ პროექტთან მიმართებაში, აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ პროექტის ბედს, რომელზეც პასუხი გაუცემელია. ისევ და ისევ ზიანდება ეს პროექტი, ზიანდება ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, - განაცხადა ახვლედიანმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.