კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ამერიკელი მილიარდერების ქონება 565 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კვლევის თანახმად, ამერიკელი მილიარდერების ქონების საერთო ღირებულება 3.5 ტრილიონ დოლარს შეადგენს, რაც 19%-ით მეტია, ვიდრე პანდემიის დაწყებისას იყო. მაგალითისთვის, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება 18 მარტიდან 36.2 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით გამოწვეული უმუშევრობის გამო 42.6-მა მილიონმა ამერიკელმა სახელმწიფოს დასახმარებლად მიმართა.

 

გასულ კვირას აშშ-ში უმუშევრად დარჩენილმა კიდევ 1.9-მა მილიონმა ადამიანმა დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო. 26 მარტს აშშ-ში უმუშევრობის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. წინა მაქსიმუმი 1982 წელს დაფიქსირდა და ერთი კვირის განმავლობაში 695.000 შეადგინა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.