მიმდინარეობს ძალიან ინტენსიური მუშაობა საქართველოს მთავრობის - ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების ჩართულობით. ისინი პირდაპირ კონტაქტზე არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით არიან აღიარებულნი, როგორც „მწვანე ქვეყნები“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.

 

„მწვანე ქვეყნების“ კორიდორის პრინციპი ეფუძნება იმას, რომ ამ ქვეყნებს შორის ფრენა იყოს შეფერხებისა და დამატებითი ცნობების გარეშე. თუკი აღნიშნული მიიღწევა, საქართველოში შემოსვლა და გასვლა კორონავირუსის არქონის დამადასტურებელი ცნობების გარეშე იქნება შესაძლებელი. თუმცა, აღნიშნული მაინც საჭიროებს დამატებით დასტურს და ამიტომ ველით, რომ ეს ასე განხორციელდეს. ის ქვეყნები, რომლებიც არის ოფიციალურად „მწვანე“, ცდილობენ შეჯერდნენ იმ პროტოკოლზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას, მაქსიმალურად გავაცოცხლოთ ტურიზმი და ნაკლები შეფერხება იყოს მგზავრებისთვის“, - აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

 

საქართველოში 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი განახლდება. იგეგმება ფრენების აღდგენა და ვიზიტორების მიღება. პირველი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებსაც მიიღებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.