Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.971
EUR
3.3106
RUR
0.0467
GBP
3.8474

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 29 მარტს ვენაში შეხვედრას გამართავენ.

 

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან მიღებული შეთავაზების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება 29 მარტს, ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თაობაზე. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ოფიციალურმა ერევანმა ასევე დაადასტურა აღნიშნული შეხვედრის ჩატარების თაობაზე მიღწეული შეთანხმება.

2019 წელს სომხეთი განაგრძობს ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ანა ნაგდალიანმა განაცხადა.

 

„სომხეთის კონტინგენტი, რომლის შემადგენლობაში 130 სამხედრო შედის, 2019 წელს განაგრძობს მონაწილეობის მიღებას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია 2015 წლის 1-ელი იანვრიდან დაიწყო და 15 995 სამხედრო მოსამსახურეს ითვლის. ნატო-ს წევრი სახელმწიფოებიდან ყველაზე მეტი 8 475 სამხედრო მოსამსახურე ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ავღანეთში გაგზავნილი. აშშ-ს მოჰყვება გერმანია 1300 ჯარისკაცით და მესამე ადგილზეა იტალია – ავღანეთში 895 იტალიელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ გეოპოლიტიკური საკითხების გამო, ირანთან და საქართველოსთან საზღვარი დაიხუროს.

 

როგორც Sputnik Армения იუწყება, ნიკოლ ფაშინიანმა ამის შესახებ დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთ ძალიან გამოცდილ დიპლომატთან შეხვედრისას მან აღწერა ის სიტუაცია, რომელშიც სომხეთი იმყოფება, როდესაც ორი საზღვარი - თურქეთთან და აზერბაიჯანთან დახურულია, ხოლო ორი დარჩენილი საზღვარი შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად არის გახსნილი.

 

„სომხეთ-ირანის საზღვარი, მაგალითად, შეიძლება დე ფაქტო დაიხუროს ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების და რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. საზღვარი საქართველოსთან ასევე შეიძლება დაიხუროს ცუდი ამინდის ან გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო. რა გამოდის, რომ სომხეთი კუნძულია ზღვის გარეშე და ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ?“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

კავკასიაში აშშ-ს და ნატო-ს გავლენის გაძლიერება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ ვითარების გამწვავების წინაპირობას ქმნის, - ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, ანატოლი სიდოროვმა განაცხადა.

 

„საქართველო, დიალოგისთვის მზაობის დემონსტრირებასთან ერთად, ბლოკავს მოლაპარაკებების პროცესს ჟენევის ფორმატში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის გადაჭრის კუთხით. დასავლეთის ქვეყნები კვლავ უჭერენ მხარს თბილისს ამ საკითხში და წინაპირობებს ქმნიან ვითარების გამწვავებისთვის. აშშ-ს და ნატო-ს საქმიანობა რეგიონში გავლენის გაზრდის თვალსაზრისით შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ხელმძღვანელობის ანტირუსულ პოლიტიკას და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას“, - განაცხადა ანატოლი სიდოროვმა.

 

მისივე თქმით, კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების კუთხით რთული ვითარებაა შენარჩუნებული.

 

„ეს პირველ რიგში განპირობებულია რეგიონის საზღვრებთან მაღალი კონფლიქტური პოტენციალის არსებობით და ასევე აშშ-ს და დასავლეთის მისწრაფებით, აღნიშნულ რეგიონში საკუთარი გავლენა გაზარდონ“, - განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა, რომ „ამაყობს ძლიერი სომეხი ხალხით“.

 

„ძლიერი, ძლიერი, ძლიერი ხალხი. მიყვარხართ ყველანი, ვამაყობ თქვენით და ქედს ვიხრი თქვენს წინაშე“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა.

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა. ის იმედოვნებს, რომ ამ გზით შეიქმნა ფორმალური მიზეზი ქვეყნის პარლამენტის დასათხოვად. ამის შესახებ მან სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ ჩატარდეს საპარლამეტო არჩევნები.

 

ფაშინიანის განცხადებით, არჩევნებამდე მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ნიკოლ ფაშინიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის თაობაზე განკარგულებას ხელი მოაწერა.

 

ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახალმა პარლამენტმა უნდა განაგრძოს ქვეყანაში დაწყებული ცვლილებები.

 

„ჩემთვის სომხეთი ბრძოლისა და გამარჯვების განსახიერებაა. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ დაკავშირებული ვართ მსოფლიო კულტურასთან, მსოფლიო თანამეგობრობასთან. სადაც არ უნდა დავიბადოთ და სადაც არ უნდა ვიცხოვროთ ჩვენი სამშობლო სომხეთია და ჩვენ უნდა ვიშრომოთ მისი განვითარებისა და დაცვისთვის“, - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ახალი მოწვევის პარლამენტი გასული წლის 9 დეკემბერს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად იყო არჩეული. არჩევნებზე ხმათა უმრავლესობა ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა მიიღო, რომელიც სათავეში ჩაუდგება სომხეთის მთავრობას.

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა ამომრჩეველთა 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა.ამომრჩეველთა აქტივობამ გუშინ გამართულ არჩევნებზე 49% შეადგინა.

 

აღსანიშნავია, რომ პირველად ისტორიაში ქვეყნის პარლამენტში ვერ გავიდა ყოფილი მმართველი „რესპუბლიკური პარტია“. მათ ამომრჩეველთა ხმების 4,7% მიიღეს, ხოლო პარლამენტში მოსახვედრად საჭირო იყო 5%-იანი ბარიერის გადალახვა. არჩევნებში სულ ხუთი ბლოკი და ცხრა პარტია მონაწილეობდა.

 

ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“ პირობას დებს, რომ კორუფციის აღმოფხვრისთვის ყველაფერს გააკეთებს და ეკონომიკის რეფორმირებას დაიწყებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ აზერბაიჯანმა მოლაპარაკებები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკასთან უნდა აწარმოოს, მიუღებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

მისი განცხადებით, „აზერბაიჯანი მტკიცედ უარყოფს განცხადებებს იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანის ოკუპირებული რაიონები ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ნაწილია“.

 

„აზერბაიჯანული მხარე მივიდა დასკვნამდე, რომ ნიკოლ ფაშინიანი ნებისმიერი საშუალებით ცდილობს მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლას. სომხეთი და განსაკუთრებით ნიკოლ ფაშინიანი სრულ პასუხისმგებლობას აიღებენ მოლაპარეაკებების პროცესის ჩაშლაზე“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მიმართა ეუთო-ს და მოუწოდა რეაგირება მოახდინონ სომხეთის სახიფათო გამონათქვამებზე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთისთვის რუსული გაზის ფასი გაიზრდება, თუმცა ეს გავლენას არ იქონიებს საბოლოო მომხმარებელზე.

 

„გაზის მიწოდების ორი რგოლი არსებობს - „გაზპრომი“ გაზს კომპანია „გაზპრომი სომხეთს“ აწვდის, რომელიც თავის მხრივ მომხმარებლებს ამარაგებს. გამოვიდა ისე, რომ „გაზპრომმა“ და „გაზპრომ სომხეთმა“ უნდა გადახედონ ფასს, ტარიფები გაიზრდება, თუმცა შიდა რეგულირების წყალობით ცვლილებები საბოლოო მომხმარებელს არ შეეხება“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

მისივე თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომლის დროსაც აღნიშნული გადაწყვეტილება იყო მიღწეული - არ მოხდეს ტარიფის გაზრდა მომხმარებლებისთვის ახლო მომავალში.

სომხეთის შეიარაღებული ძალების მოიერიშე თვითმფრინავი „სუ-25“, რომელთანაც კავშირი დღეს დილით დაიკარგა, მარალიკის რაიონში აღმოაჩინეს, ორივე პილოტი დაღუპულია. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი არცრუნ ოვანისიანი ავრცელებს.

 

„თვითმფრინავი მარალიკის რაიონშია აღმოჩენილი, მთებში. ორივე პილოტი, ვიცე პოლკოვნიკი ბაბაიანი და მაიორი მანუკიანი დაიღუპა“, - განაცხადეს სომხეთის თავდაცვის უწყებაში.

 

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მასშტაბური საძიებო ოპერაციის შედეგად აღმოაჩინეს. დღეს დილით სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კავშირი იყო დაკარგული სომხეთის შეიარაღებული ძალების მოიერიშე თვითმფრინავთან Су-25-თან, რომელიც სასწავლო-საწვრთნო ფრენას ახორციელებდა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ოქტომბერი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31

ამინდი

თბილისი

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?