აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 29 მარტს ვენაში შეხვედრას გამართავენ.

 

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან მიღებული შეთავაზების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება 29 მარტს, ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თაობაზე. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ოფიციალურმა ერევანმა ასევე დაადასტურა აღნიშნული შეხვედრის ჩატარების თაობაზე მიღწეული შეთანხმება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.