სომხური მედია აზერბაიჯანის საზღვართან მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.

 

 

ცოტა ხნის წინ სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

ამ წუთებში, ილჰამ ალიევის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანში უშიშროების საბჭოს სხდომა იმართება.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.