თურქრთის ეროვნული თავდაცვის მინისტრუს ჰულსი აქარის განცხადებით, სომხეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესია აზებაიჯანის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

,,სომხეთის აგრესიული პოზიცია წამოადგენს ყველაზე დიდ წინააღმდეგობას მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად კავკასიაში. სომხეთმა დაუყოვნებლივ უნდა თქვას უარი იმ აგრესიაზე, რომელიც რეგიონს ცეცხლში გაახვევს“ - განაცხადა ჰულსი აქარმა

 

ასევე თურქეთის თავდცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ანკარა ბაქოს ყველანაირად დაეხმარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება, დღეს დილით დაიძაბა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ნაზებაიჯანმა მთიანი ყარაბახის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა

 

სომხეთმა, ასევე ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.