რომის პაპი ფრანცისკე კავკასიაში მშვიდობისა და მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციის ფონზე ნებისმიერი უთანხმოების ძალისმიერი გზით მოგვარებაზე უარის თქმის მოწოდებით გამოდის.

 

მან ამის შესახებ წმინდა პეტრეს მოედანზე კვირის ქადაგებისას განაცხადა.

 

„კავკასიიდან მოდის შემაშფოთებელი სიახლეები. ვლოცულობ მშვიდობისთვის ამ რეგიონში და მივმართავ კონფლიქტის მხარეებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები ძმობისა და ყველა პრობლემის გადაწყვეტისკენ ძალის გამოუყენებლად“ , - განაცხადა რომის პაპმა.

 

დრეს ცნობილი გახდა, რომ სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ ვატიკანში ვიზიტი შეწყვიტა და სომხეთში ბრუნდება, რაც მთიან ყარაბაღში დღეს დილიდან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

 

გარეგინ მეორე რომის პაპს უნდა შეხვედროდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.