ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მხარეებს მოუწოდებენ, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ.

 

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიანი მოქალაქეების უააზრო დაღუპვის გამო. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ, რომ კონფლიქტის გადაჭრის მდგრადი გამოსავალი იპოვონ“, - ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

 

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.