მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებას გამოეხმაურა ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

 

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან მომდინარე ინფორმაცია საომარი მოქმედებების დაწყების შესახებ.

 

სამხედრო მოქმედებები სასწრაფოდ უნდა შეწყდეს შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მოლაპარაკებების მდგომარეობაში სასწრაფო დაბრუნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ერთადერთი გამოსავალია“, - წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.

 

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები შეიარაღებული თავდასხმებისა და მსხვერპლის შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ისინი შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.