ჩვენი კონტრშეტევითი ოპერაცია ბოლოს მოუღებს უსამართლობასა და ოკუპაციას, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე.

 

„დილით წინა ხაზის ყველა რეგიონიდან მივიღე ინფორმაცია. აზერბაიჯანის მოქალაქეები გმირობას ავლენენ, ყველა თავის ადგილზეა, ისინი მზად არიან უზრუნველყონ და განაგრძონ ჩვენი არმიის, სახელმწიფოს მხარდაჭერა” - აღნიშნა მან.

 

ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ „საბრძოლო მოქმედებები წარმატებით მიმდინარეობს და ოკუპაციისგან გათავისუფლებულია რამდენიმე აზერბაიჯანული დასახლება“.

 

„ვულოცავ აზერბაიჯანელ ხალხს. ჩვენი წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია ბოლოს მოუღებს ოკუპაციასა და უსამართლობას“ - განაცხადა მან.

 

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.