Reuters-ის ინფორმაციით, სომხეთასა და აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, დაპირისპირებისას სულ მცირე, 21 ადამიანია დაღუპული. მთიანი ყარაბახის ავტონომიური რესპუბლიკის ინფორმაციით, 15 ჯარისკაცია გარდაცვლი, მათივე ინფორმაციით დაღუპულთა შორის არიან სამოქალაქო პირებიც.

 

როგორც Reuters-ი წერს, მთიანი ყარაბახის ავტონომიურ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ დაიბრუნეს რამოდენიმე რეგიონი, რომელიც კვირას, დაპირისპირებისას დაკარგეს.

 

 

როგორც ცნობილია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდენ.

 

ორივე მხარის განცხადებით შეტაკებისას დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.