სომხეთმა, თურქეთი აზერბაიჯანისთვის პირდაპირ სამხედრო დახმარების გაწევაში დაადანაშაულა. ამის შესახებ Reuters სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

 

როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, თურქი ინსტურქტორები აზერბაიჯნელებთან ერთად გვერდითგვერდ იბრძვიან. ასევე მათი თქმით, აზერბაიჯანი თურქულ იარაღს იყენებს, მათ შორის თურქულ სამხედრო თვითფრინავებს

 

,,თურქეთი აზერბაიჯანს სულ სხვაგვარად უჭერს მხარს, ვიდრე ეს 90-იან წლებში იყო. თურქეთი სომხეთის სახმელეთო ბლოკადიდან, სამხედრო მოქმედებებში უშუალო ჩართულობისკენ გადავიდა.

 

თურქი ისტრუქტორები, აზერბაიჯანელებთან ერთად გვერდითგვერდ იბრძვიან. აზერბაიჯანელები თურქულ იარაღს იწყენებენ, ასვეე სამხედრო თვითფრინავებს - აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში

 

აღნიშნულ ინფორმაციას, აზერბაიჯანული მხარე უარყოფს

 

როგორც ცნობილია სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდენ.

 

ორივე მხარის განცხადებით შეტაკებისას დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.