რუსეთში სომხეთის ელჩმა, ვარდან ტოგანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის რუსეთს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის მიმართოს.

 

ვარდან ტოგანიანის თქმით, მოსკოვსა და ერევანს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა ძალიან მჭიდროდ ვითარდება.

 

„მივიჩნევთ, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთს დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის მივმართავთ. დღეის მდგომარეობით, ვფიქრობთ, რომ დამატებითი სამხედრო ან სხვა კონტინგენტები საჭირო არ არის“, - განაცხადა რუსეთში სომხეთის ელჩმა.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

 

პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ.

 

ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.