საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ყარაბაღის კონფლიქტს Twitter-ზე ეხმაურება.

 

,,ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მშვიდობა კავკასიაში. საქართველო, როგორც მეზობელი ქვეყნების მეგობარი და რეგიონული სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი, თავადაც უნდა იყოს დაცული. სწორედ ამიტომ, გვჭირდება NATO-ში ყოფნა!, - წერს მარგველაშვილი.

 

აქვე, კონფლიქტს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენული ტერიტორიაა".

 

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. ორივე ქვეყანამ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

მალევე, საგარეო საქმთა სამინისტრო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტს გამოეხმაურა და კონლფიქტის დეესკალაციისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თურქეთმა კი სრული მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

 

ცნობისთვის, წელს ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს დაუპირისპირდნენ. შეტაკებებს ივლისში 16 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და სამხედრო მაღალჩინოსნები.

 

ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტი მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც ეთნიკურად სომხებით დასახლებული ტერიტორია იოსებ სტალინმა საბჭოთა აზერბაიჯანში ავტონომიურ ოლქად გადააკეთა. ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1991 წელს განახლდა და დღემდე მიმდინარეობს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.