სომხეთის მთავრობის გადაწვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

 

როგორც მედია წერს, მამაკაცებს, ქვეყნის დატოვების შესაძლებლობა ექნება, მხოლოდ კომისარიატის წერილობითი ნებართვის საფუძველზე

 

,,მთავრობის გადაწვეტილების საფუძველზე, შეიზღუდა მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა, რომლებიც ირიცხებიან საობილიზაციო რეზერვში: რიგითების, უმცროსი და უფროსი სერჟანტების 48 წლამდე, უმცროსი ოფიცრების შემადგენლობას 50 წლამდე და უმაღლესი წოდების ოფიცრებს 55წლამდე“ - ნათქვამია სომხეთის მთავრობის დადგენილებაში

 

როგორც ცნობილია, 27 სექტემბერს, სომხეთის მთავრობის გადაწვეტილებით, ქვეყანაში საომარი და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდენ. ორივე მხარის განცხადებით შეტაკებისას დაღუპულია მშვიდობიანი მოქალაქეები

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.