ყარაბაღში დაპირისპირების შედეგად, კიდევ 26 ჯარისკაცი გარდაიცვალა, დაღუპული მეომრების რაოდენობა კი ჯამში 84-ია - ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს.

 

Al Jazeera-ს ცნობით გარდაცლილია 11 მოქალაქეც - 9 აზერბაიჯანის, ხოლო ორი სომხეთიდან. თუ Al Jazeera-ს ინფორმაცია სწორია, გამოდის რომ ჯამში, მხოლოდ დღეს, გარდაცვლილია 95 ადამიანი.

 

ცნობისთვის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ სააგენტოებთან მოწინააღმდეგეების დანაკარგზე ისაუბრა და თქვა, რომ განადგურდა 22 სომხური ტანკი, 15 სარაკეტო იარაღი, 8 საარტილერიო დანაყოფი. ამასთან, დაიღუპა და დაშავდა 550-ზე მეტი ადამიანი.

 

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მედიის ცნობით, დღეს გაეროში ყარაბაღის კონფლიქტზე დახურული სხდომა გაიმრეთება. აქვე კი შეგახსენებთ რომ საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს მხარეებს შეწყვიტონ დაპირსპირება.

 

შეგახსენებთ, ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება მთიან ყარაბაღში 2020 წლის 27 სექტემბერს განახლდა. თურქეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს აზერბაიჯანს ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში და სომხეთს მოუწოდებს, სასწრაფოდ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.