თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანაა.

 

„თურქეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანს. სომხეთის ოკუპაციის პრობლემის გადაჭრის დრო დადგა. ამ პრობლემას მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს. სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან უნდა გავიდეს. თუ ეს არ მოხდება, პრობლემა ვერ მოგვარდება. თურქეთი მზად არის, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს, როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართლებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.