ირანის საგარეო უწყება უარყოფს ბრალდებას ქვეყნის ტერიტორიის გავლით სომხეთში იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეტანის შესახებ და აცხადებს, რომ ირანი ამას არასდროს დაუშვებს.

 

„ირანი ყურადღებით აკონტროლებს საკუთარი საზღვრების გავლით ტვირთის მოძრაობას და არასდროს დაუშვებს საკუთარი ტერიტორიის გავლით იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადატანას,“- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა საედ ხატიბზადემ.

 

მისი თქმით, ირანსა და მეზობელ ქვეყნებს შორის სტანდარტული, არასამხედრო ტვირთის გადატანა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.