აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო დაპირსპირება. ამის შესახებ პომპეომ კრეტაში, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა.

 

" საგარეო მინისტრმა და მე ვისაუბრეთ მთიანი ყარაბაღის შესახებ; ორივე მხარემ უნდა შეწყიტოს ძალადობა და ითანამშრომლონ მინსკის ჯგუფთან, რათა დაუყოვნებლიც დაიწყოს მოლაპარაკებები" - თქვა მაიკ პომპეომ.

 

შეგახსენებთ, დაპირისპირება ყარაბაღში 27 სექტებერს განახლდა. გუშინ კი, პრეზიდენტმა ტრამპა თქვა, რომ ამერიკას კარგი ურთიერთობები აქვს დაპირისპირებულ ქვეყნებთან, ამიტომაც შტატები შეეცდება, მათ შეჩერებას.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომხების მიერ საბრძოლო შეტაკებების შედეგად დღეს დამატებით 10 აზერბაიჯანელი მოქალაქე დაიღუპა, 30 კი დაშავდა.

 

პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, აზერბაიჯანელებმა სამგზავრო ავტობუსი დაწვეს. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა მომხდარს.

 

აქვე აღსანიშნავია, რომ დღეს გაეროში დახურული სხდომა იქნება, სადაც ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელებენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.