საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, თურქეთმა მთიან ყარაბაღში საომრად სირიელი ჯიჰადისტები გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

მაკრონმა, ევროკავშირის სამიტის დაწებამდე, ასევე აღნიშნა, რომ ყარბაღში სერიზული ვითარებაა და კონფლიქტის მშვიდობიანად დასარეგულირებლად ის ყველაფერს გააკეთებს როგორც გამოცემა წერს, მაკრონმა განაცხადა, რომ დაშავებულია ფრანგი ჟურნალისტები

 

,,მთიან ყარბაღში რთული მდგომარეობაა, ჩვენ მოვიპოვეთ სანდო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ჯიჰადისტური დაჯგუფებების არაერთმა წევრმა სირია დატოვა და მთიან ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე საომარ მოქმედებებს შეურთდა“ - განაცხადა მაკრონმა

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საფრანგეთის, რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებმა ყარაბაღის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.