საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დქტორის წოდება ჩამოართვს. ამის შესახებ განცხადება სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინსტრმა არაიკ ჰარუთიუნიანმა განაცხადა.

 

მისი განცხადებით, აღნიშნული გადაწვეტილების მიზეზად, სააკაშვილის მიერ აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთა იდენტობის წინააღმდეგ ქმედებების წაქეზებას ასახელებს, რაც სომეხთა უფლებების - იცხოვრონ და იმუშავონთავიანთ მიწაზე თავისუფლად, დარღვევაა

 

,,ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მხარი დაუჭუა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის საკითხს“ - ამბობს ჰარუთიუნიანი

 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, ,,მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯაბის სუვერენული ტერიტორიას წარმოადგენს და ამას არაფერი შეცვლის.

 

მან, ასევე აღნიშნა, რომ ყველას ვინც დევნილია ყარაბაღიდნ, აქვს უფლება დაუბრუნდეს თავს სახლებს და ვინც უკვე ცხოვრობს. მათ აქვთ უფლება მშვიდად იცხოვრონ და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

 

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიხეილ სააკაშვილს 2009 წელს მიენიჭა

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.