სომხეთის დათვადცვის სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწვეტის რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, აზერბაიჯანული მხარე მთიან ყრაბაღის დედაქალაქს, სტეპანაკეტის დაბომბვას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს

 

როგორც მედია წერს, თავდაცვის უწყბის წამომადგენელის, არცრუნ ჰოვანესიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სამედიცინო დახმარების ავტომობისლ გაუხსნეს ცეცხლი, რომელსაც დაჭრილები გადაჰყავდა მისივე თქმით, მთიან ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას არტილერიის გამოყენებით დილიდან ინტესიურად ბომბავდა,

 

ასევე მან აღნიშნა, რომ მათი ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადნენ

 

,,აზერბაიჯანის განცხადებები, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ჰადრუტისა და ჯაბრალის მიმართულებით თავდასხმას შეეცადნენ, უსაფუძვლოა“ - განაცხადა ჰოვანესიანმა

 

ასევე სომხური მედიის იფნფორმაციით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ ტოროსიანმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანო გებრეიესუსს, წერილი გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანული მხარის აგრესია ჯანდაცვის გლობალური კრიზისის ფონზე ახორციელებს, რაც კორონავირუსის მიმართ ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ რეაგირებას აფერხებს და ვირუსის გავრცელებას უწყებს ხელს.

 

მან წერილში, ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, რომელსაც დაჭრილები გადაყავდა.

 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შენთანხმება, მოსკოვში, სერგეი ლავროვის შუამავლობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრაზე მოხდა, რომელიც 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს.

 

თუმცა ცეცხლის შეწვეტის შეთანხმებამ არ იმუშავა და მხარეებმა, რამდენიმე საათში ერთამნაეთი დაადანაშაულეს შეთანხმების დარღვევაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.