სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გაცხადებით, რომ არა თურქეთის მზაობა ომში ჩასათრევად, ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები არ დაიწყებოდა. ამის შესახებ primeminister.am წერს.

 

მისი თქმით, რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, როცა თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო სწავლება განაახლეს.

 

,,ცალსახად, ეს ომი არ დაიწყებოდა, თურქეთს რომ არ ეჩვენებინა საკუთარი მზაობა, სრულად მიეღო მასში მონაწილეობა და შედეგად, თურქეთი სრულად არ ყოფილიყო მასში ჩართული. მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო სწავლების გაგრძელება“ - განაცხადა ფაშინიანმა

 

სომხეთის პრემიერის თქმით, თურქეთის ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილება და ომის წაქეზებას საჯაროდ ხდება

 

,,თურქეთი ახლაც განაგძობს საომარ მომქედებებში მონაწილეობას. ეს თურქეთის ექსპანსიონისტურ პოლიტიკას ცხადყოფს. ეს თურქეთის იმპერიის არდგენაზე მიმართული პოლიტიკაა“ - აღნიშნა ფაშინიანმა

 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შენთანხმება, მოსკოვში, სერგეი ლავროვის შუამავლობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდრაზე მოხდა, რომელიც 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს. თუმცა ცეცხლის შეწვეტის შეთანხმებამ არ იმუშავა და მხარეებმა, რამდენიმე საათში ერთამნაეთი დაადანაშაულეს შეთანხმების დარღვევაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.