სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

სომეხთა პატრიარქმა, ასევე პარლამენტს მოწოდებს საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინონ და ახალი პრემიერი აირჩიონ

 

,,პრემიერ-მინისტრს შევხვდით. საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის, შიდა და გარე გამოწვევებისა და პრემიერ-მინისტრისადმი დაბალი საზოგადოებრივი ნდობის გათვალისწინებით, მას გადადგომისკენ მოვუწოდეთ, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო შეტაკებები და მოვლენების ტრაგიკული განვითარება.

 

მოვუწოდებ პარლამენტს, საზოგადოების მოთხოვნები გაითვალისწინონ, ახალი პრემიერი აირჩიონ და ეროვნული თანხმობის მთავრობა ჩამოაყალიბონ,“ - განაცხადა სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ მეორემ

 

ცნობისთვის, 10 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, მან შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.

 

შეთანხმების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.