Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
3.0594
EUR
3.4507
RUR
0.043
GBP
3.835

,,ნებისმიერი პატიოსანი სასულიერო პირი შეწყვეტდა პატრიარქის მოხსენიებას" - ამის შესახებ მეუფე პეტრე(ცაავა) ტელეკომპანია ,,მთავართან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 

,,მიმაჩნია, რომ ბოლო წვეთი მისი მოთმინების ფიალისა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა და შეეწყვიტა კათალიკოს პატრიარქის მოხსენიება წირვა ლოცვაზე, აღმოჩნდა, გახმაურებული სატელეფონო მიმართვა ერთ-ერთი ადამიანისა, რომელიც ასევე ჰყვება, მისი ფსიქოლოგიური ტრავმის შესახებ, რომელიც საპატრიარქოში მას შეემთხვა და მამაომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს, ნებისმიერ პასუხისმგებლიანმა და პატიოსანმა სასულიერო პირმა, - ამბობს ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი.

 

მისივე თქმით, ამ საკითხს წერტილი დიდმა საეკლესიო კრებამ და საეკლესიო სასამართლომ უნდა დაუსვას. მღვდლების დასჯის ნაცვლად, მათ კითხვებზე საპატრიარქომ პასუხი უნდა გასცეს.

 

,,იქნეს აღიარებული, ან გაირკვას სიმართლე. ჩატარდეს საეკლესიო კრება და საეკლესიო სასამართლო, ეს იყო მამა ათენაგენეს მოთხოვნა და ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად მას შეუჩერეს მღვდელმსახურება, - ამბობს მეუფე  პეტრე ცაავა.

 

როგორც თეოლოგები ამბობენ, რომ სასულიერო პირს, რომელიც პატრიარქის წირვა ლოცვაში მოხსენიებას შეწყვეტს მეუფე ართმევს მღვდელმსახურების ჩატარების უფლებას, მაგრამ დასჯილ მღვდელს შეუძლია სინოდის სხდომაზე განმარტოს გადაწყვეტილების მიზეზი და თუ ეს მიზეზი მისაღები იქნება, ის გამართლდება.

"სოდომის ვირუსი სულის მკვლელია, პატრიარქო და მისგან თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. კორონა ვირუსი სხეულს კლავს, ის კი სულის წარწყმედას უწყობს ხელს" - ეს ციტატა მღვდელმონაზონი ანდრია სარიას სტატუსიდანაა, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

სტატუსს თან ერთვის ხმოვანი შეტყობინებები, რომლებიც, მისივე განმარტებით, სექსუალური შევიწროვების ფაქტებზე მიუთითებს. ანდრია სარია, სინოდის სხდომის მოწვევასა და სატელეფონო ჩანაწერების განხილვას მოითხოვს.

 

,,აქ არის რა თქმა უნდა, პირადად შევიწროება ადამიანის, სექსუალურად, მოდი ასე ვთქვათ, რაც ძალიან ამაზრზენი და მოსასმენადაც მძიმეა, მაგრამ ჩვენ ეს ფაქტები იმიტომ გავასაჯაროვეთ, რომ არ ცხრებიან და ცილისწამებაზე გადმოდიან. არც საშუალებას გვაძლევენ, რომ განვიხილოთ საეკლესიო სასამართლოს ფორმატში, სინოდის ფორმატში, სადაც დაიდება ეს ფაქტები, იქნება მსჯელობა და მოგვეცემა შესაძლებლობა, ამ ადამიანების თანდასწრებით მოხდეს საკითხების განხილვა", - ამბობს მღვდელმონაზონი ანდრია სარია.

წმინდა ცეცხლი უკვე საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა ცეცხლი სპეციალური რეისით ჩამოიტანეს. „საქართველოს ავიახაზების“ თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

 

იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი თელავივის აეროპორტში საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ მიიტანა და სასულიერო პირებს გადასცა.

 

წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს.

 

მართლმადიდებელი სამყარო დღეს იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლის მოწმე კიდევ ერთხელ გახდა.

 

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა გრიგოლმა (კაცია) მარტვილის, სოფელი ბალდის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტრის წინამღვარს არქიმანდრიტ ათენოგენეს მსახურება შეუჩერა.

 

არქიმანდრიტის განცხადებით, მსახურების შეჩერება მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მხარდაჭერას და ღვთიმსახურებაში პატრიარქის მოუხსენიებლობას უკავშირდება.

 

სასულიერო პირის თქმით, მეუფე გრიგოლს შეხვდრისას უთხრა: ვიდრე გარკვეულ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ვერ შეძლებს საღვთო ლიტურგიისას პატრიარქის მოიხსენიებას.

 

,,მე მივედი მეუფესთან და ვუთხარი, რომ არ შემიძლია ამ პატივში ამ ადამიანების მოხსენიება, ვიდრე ამას არ გამოძიებენ და ეკლესიას პასუხის არ ექნება. შემდეგ ძალოვანები იყვნენ მოსული, გადაგვიღეს. ალბათ, რომ არ მოვიხსენიებდი, ეს გადაიღეს. სამი დღის წინ მეუფემ დაგვიბარა. დაველოდებით მათ პასუხს“ – აცხადებს არქიმანდრიტი ათენოგენე.

 

არქიმანდრიტისთვის მსახურების შეჩერებას ადგილობრივი მრევლი აპროტესტებს. მათი განცხადებით, სხვა სასულიერო პირს მსახურების ჩატარების საშუალებას არ მიცემენ.

რომის პაპმა ფრანცისკემ აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას ამის შესახებ წმინდა საყრდის ოფიციალური საინფორმაციო ორგანო ავრცელებს.

 

„ვულოცავ აღმოსავლეთის ეკლესიების მრევლს, ძმებსა და დებს, რომლებიც დღეს აღდგომას აღნიშნავენ. ერთად ვამბობთ: „ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად!“ ამ რთული განსაცდელის დროს განსაკუთრებით ვგრძნობთ იმედს, რომელსაც ქრისტეს აღდგომა გვაძლევს. დაე ჩვენი ძმობა გამაერთიანელი იყოს იქ, სადაც ქრისტიანები უმცირესობას წარმოადგენენ“, - განაცხადა ფრანცისკემ.

 

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ წელს აღდგომის დღესასწაული 12 აპრილს აღნიშნა.

მაცხოვრის საფლავზე ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი შესრულდა.

 

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ისრაელში შესვლა აკრძალული აქვთ, რის გამოც წმინდა ცეცხლის რიტუალის შესრულებას ათასობით მორწმუნე ვეღარ დაესწრო.

 

ტაძარში აღმოსავლეთის სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესიის 10-15 წარმომადგენელი იმყოფება, რომლებიც პოლიციის ესკორტის თანხლებით წმინდა ცეცხლს ბენ-გურიონის აეროპორტში გადაიტანენ. სხვადასხვა ქვეყნის რელიგიური დელეგაციები თვითმფრინავებიდან არ ჩამოვლენ, რათა თავიდან აიცილონ ისრაელის მიერ დაწესებული საკარანტინო მოთხოვნები.

 

სპეციალურად დანიშნული ავიარეისი თელ-ავივის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლს საქართველოშიც ჩამოიტანს. ტრადიციულად, თბილისის აეროპორტიდან მას სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ.

დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენება და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე - იმედის დღე აღინიშნება. ამ დღეს იკურთხა მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარიც.

 

სწორედ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, საღმრთო ლიტურგიას ჩაატარებს. საზეიმო წირვა 10 საათზე დაიწყება. ერთი წლის წინ, მთავრობის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტმა 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ, იმედის დღედ გამოაცხადა.

მოსახლეობა აღდგომის დღესასწაულს სახლში, ფანჯარასთან ანთებული სანთლით შეხვდა.

 

დღეს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ პატრიარქის კურთხევაა და ღამის 12 საათიდან მოსახლეობას შეუძლია ანთებული სანთლით შეხვდეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას.

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, წმინდა ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემა, - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა ისრაელში „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

 

„პირდაპირი გადაცემა იქნება და ყველა ტელევიზიას შეეძლება, რომ სიხშირე აიღოს კონკრეტული საერთაშორისო ტელევიზიით“, - აღნიშნა ელჩმა.

 

მისივე თქმით, თვითონ ცერემონია დამტკიცებული წესის მიხედვით ჩაივლის.

 

„წმინდა ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით არის შეზღუდვა საერო პირების ტაძარში შესვლასთან დაკავშირებით. მონაწილეობას მიიღებენ სასულიერო პირები. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში წირვა-ლოცვის ჩატარებას განსაზღვრავს სტატუს კვო, რომელზედაც შეთანხმებული არის ყველა რელიგიური დენომინაცია, წარმოდგენილი წმინდა მიწაზე. სტატუს კვოს თანახმად, განწერილი არის თითოეული წუთი და თითოეული ნაბიჯი დიდ შაბათს, ცეცხლის გარდამოსვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს სტატუს კვო არ დაირღვევა“, - განაცხადა ჟვანიამ.

 

მისივე თქმით, ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ მას თბილისში იმ თვითმფრინავით ჩაიტანენ, რომელიც საქართველოში ქვეყნის 120 მოქალაქეს დააბრუნებს.

ანდრია სარიას მიერ გამოქვეყენებული ჩანაწერების ავთენტიკურობა ოფიციალურად დადგენილი არ არის, თუმცა ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს ეჭვი არ ეპარება, რომ სექსუალური შევიწროვების ფაქტები ნამდვილია.

 

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სინოდი ვალდებულია, აღდგომიდან 50 დღის შემდეგ სხდომაზე შეიკრიბოს და ასევე ვალდებულია სკანდალური ბრალდებები განიხილოს. შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრეს სწორედ იგივე საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო ჩამოართვეს ეპარქიის ხელმძღვანელობა. სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების განხილვა საეკლესიო კრებაზე უნდა შედგეს.

 

,,ჩემ მიერ გასული წლის 31 ოქტომბერს დაწყებული ბრალდება, შესაბამისად, გაგრძელდეს მოკვლევა და გაგრძელდეს საეკლესიო სასამართლო. აქ არის ლტოლვა მამათმავლური და არის შევიწროება.

 

სიმართლე უნდა იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, თუ ვის ანდობს სულს და რა ხდება მის დედაეკლესიაში. შერჩევითი სამართალი უნდა გამოვრიცხოთ და სჯულის კანონით უნდა ჩატარდეს დიდი საეკლესიო კრება," - ამბობს მეუფე პეტრე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე:

 

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო,საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:

 

ქრისტე აღდგა!

 

დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, – გიხაროდეთ!

 

მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებითგაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან

 

ქრისტე აღდგა!

 

აქებდით მასმართალნი ქვეყანისანი, – მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა… ყოველი სული აქებდით უფალსა(ფსალმ. 148,11-12; 150,6).

 

– რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?

 

– ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი,ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი.

 

ცოდვაც და სიკვდილიც ბოროტების გამოვლინებაადა დაცემის შედეგი. მათი ბატონობა ათასწლეულთა მანძილზე გაგრძელდა, ვიდრე ამქვეყნად არ მოევლინა ძე ღვთისა, რომელმაც თავის ადამიანურ ბუნებაში დაამარცხა კაცთა ყველა ნაკლოვანება,ყველაცოდვის მიზეზი და პიროვნული სრულყოფილებით მოკლა სიკვდილი; მან მთელი ქვეყნიერება სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა და თითოეულ ჩვენგანს გამოუწოდა ხელი დახმარებისა, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენს პიროვნულ ცოდვათა დაძლევა, საღვთო მადლის შეძენა და სიკვდილზე გამარჯვების მოპოვება.

 

მაცხოვარმა ჩვენს ყოფას სხვა აზრი მისცა. მანამდე ნებისმიერი ადამიანისიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მათ შორის, ძველი აღთქმის წმინდანნიც. აღდგომის დღემ კი გამორჩეული ბრწყინვალება შესძინა ჩვენს ყოველ სათნო სიტყვასა და აზრს, ყოველ კეთილ საქმესა და მოქმედებას, სხვა სიმაღლეზე ავიდა სათნოებანი და ყოველივე ეს ჩვენს საგზლად იქცა ღვთის წინაშე.

 

ამიტომაც, ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება დათესა და წუთისოფელი დაამძიმა და დაამახინჯა.

 

ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა.

 

ამიტომაც ქრისტესთან, მეორე ადამთან, მეორედ შობით (ნათლობით) დაკავშირებულიპიროვნება კვლავაც საჭიროებს ცოდვათაგან გათავისუფლებას და სულიერ შეწევნას, რაც ეკლესიაშიხორციელდება.

 

ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა;ქრისტეს ეკლესია კი,სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია;ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია.

 

აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა,ჯვარცმისა და აღდგომისა,ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა;უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიცყოველ ლიტურგიაზეამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, – წმინდა ზიარებით.

 

ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს.

 

წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად.

 

მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს.

 

მისი წინა სახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა.

 

როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს,ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, რწმენაში განსამტკიცებლადღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა;რომ არ ყოფილიყო ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალიამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა.

 

როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ სძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება.

 

ამიტომაც ბრძანებსუფალი: „მე ვარ პური სიცოცხლისა, თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ, ხოლო მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გარდამოვედი… პური რომელსაც მე გავცემ, ჩემი სხეულია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავცემ …ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში … ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე მასში“ (ინ. 6. 48,58) ეს საკვირველი სინამდვილეყოველ წირვაზე აღესრულება და მაცხოვარი, რომელმაც „ერთგზის შესწირა თავი ჩვენთვის… და მარადის დაიკვლის განმწმენდელად მიმღებელთა თვისთა,“ რათა შთაჰბეროს სული ცხოველი ამაღორძინებელი და ზეცასთან დამაკავშირებელი.

 

იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ მართალთათვის სიკვდილისსაკვრელნი აღარ არსებობს. ამ დღეს მაცხოვარმა თავად მოიხილაჯოჯოხეთი და იქიდან ამოიყვანა ადამი და ევა, ასევესხვადასხვა დროს გარდაცვლილ ძველაღთქმისეულ მართალთა სულნიდა ღვთის საუფლოში დაამკვიდრა ისინი.რაც შეეხება ახალი აღთქმის მართალთ, ანუ ღვთისსათნო ქრისტიანებს, ისინი გარდაცვალებისთანავე სრულიად ახალ, მადლითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას იწყებენ უფლის სავანეებში.

 

„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებითთქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ გარდაიცვალებასიკვდილიდან სიცოცხლეში“(ინ.5,24),-ბრძანებს მაცხოვარი. თუმცა სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის აღდგენისათვის აუცილებელია სულმა თავისი სხეულიც შეიმოსოს.

 

ჩვენ ვიცით, რომ „როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასევე აღადგენს ყველა მისიანს“(I კორინ. 15,23),ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება; პირველმშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსრულებამდე მყოფნი ღვთისასთნო სულნი სულიერ სხეულსშეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს (ებრ. 11,40); ცოდვილნიც შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის.

 

საყოველთაო აღდგომით, ვიბრუნებთ რა უკვდავ ცხოვრებას,ვიძენთ სრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გაგვყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდანთა დასთან.

 

ამიტომაც ბრძანებს იესო ქრისტე „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს (ანუ ზიარებით მადლის მიმღებს) საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს … და ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს“ (ინ. 6.56,58).

 

ასეთი ენით გამოუთქმელი საღვთო სიხარულიმოგვანიჭა აღდგომის დღემ და იქცა იგი ჩვენთვის დღესასწაულთა დღესასწაულად, ზეიმთა ზეიმად;

 

ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხებააღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი ოთხი სახარებიდან. ამასთან, აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი წლის მოძრავი საეკლესიო დღესასწაულების ციკლს.

 

განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს,რა თქმა უნდა,უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს. უცნაური ვითარება შეიქმნა,ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა,რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნადმიაჩნდათ.სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ამასთან,სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა.

 

ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება. უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს,მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობსგამოძებნოს სწორი გამოსავალიარსებულ ვითარებაში. გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი;ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი… და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ.

 

ჩვენი ძმების უმრავლესობა, ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო, თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სნეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონაც დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებდნენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს შორისსაუკეთესონი. ღვთისმოსაობისა და რწმენის გამო ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია“ (გვ.314-315).

 

ამგვარი სულისკვეთება ქრისტიანისათვის ახლობელია; თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს, რომ არ განვცადოთ უფალი;ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაცუფლის ხელშია.მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით,-ანუ რწმენით მიიღწევა. რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესსიგიღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი (ან მცირედმორწუნენი) დაადანაშაულოს და პირიქით.

 

რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში; გავიხსენოთ სახარება, როდესაც გალილეის ზღვაზე იესო გამოეცხადა მოციქულებს, უფლის მოწოდებაზე,- მასთან მისულიყო,პეტრეს ისეთი რწმენა დაეუფლა, რომ წყალზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა, მაგრამ როგორც კი ეჭვი შეეპარა თავის შესაძლებლობებში და შეშინდა, მაშინვე დანთქმა დაიწყო, თუმცა, თხოვნის გამო,უფალმა იგი ისევ შეიწყალა და რწმენაში გააძლიერა.

 

გავიხსენოთ ისიც, განკურნების მთხოვნელს უფალი ეკითხება: სწამს თუ არა, რომ შესაძლებელია იმის აღსრულება ღვთისგან, რასაც ითხოვსდა როცა იღებს დადებით პასუხს, დასძენს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაშენ“.ამიტომაც გვარიგებს მოციქული: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მთ. 21,22).

 

მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებულიდა აქ აღწერილი ამბებიც ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს, ოღონდ „ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე (იაკ. 2,26).

 

„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ.2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს.4,3); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერშიავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“(ეფეს.6,16) „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ (ებრ.11,6)

 

მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვაარ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლებისქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია.ინებოს ღმერთმა,სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან. არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.

 

აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.

 

მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ. ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.

 

ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ.

 

ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვულოცავთ ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, ყოველ მკვიდრს საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.

 

ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს.

 

ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულისკარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,-მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, – სამართალსა, მოკვდავნი, – უკვდავებასა.

 

დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ:

 

ქრისტე აღდგა!

 

ჭეშმარიტად აღდგა!

 

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

სამების საკათედრო ტაძარში აღდგომის ღამეს 23:00 საათის შემდეგ მიიტანენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია „პილიგრიმ ტურსის“ ხელმძღვანელმა, ცისანა გემაზაშვილმა განუცხადა, რომელიც ისრაელში ორ სასულიერო პირთან ერთად გაემგზავრება.

 

მისივე ინფორმაციით, წმინდა ცეცხლს სასულიერო პირებს საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი აეროპორტში გადასცემს.

 

„თვითმფრინავში მე და ორი სასულიერო პირი ვიქნებით. თვითმფრინავში ამოგვიტანს საელჩოს თანამშრომელი წმინდა ცეცხლს. მადლობა პატრიარქს, მივიღე მისგან კურთხევა და წელს კიდევ გავახარებ ჩემს ერს, ჩემს ეკლესიას და ყველას. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 23:15 საათზე ჩამოფრინდება “, - განაცხადა გემაზაშვილმა.

ექსკლუზიური

არქივი

« « » » ივლისი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

ამინდი

Tbilisi

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?