არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო მეუფე იაკობის განცხადებას და არც იმის საფუძველი, რომ არ ვენდო, - ამის შესახებ სინოდის სხდომის დაწყებამდე ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, წმინდა სინოდი სწორედ ამ სიტუაციაში გარკვევას ეცდება.

 

„სწორედ ამის გამო ვართ მოსული, რომ სიტუაციაში გავერკვეთ. მე განვაცხადე, რომ არც იმის საფუძველი მაქვს, რომ ვენდო და არც იმის, რომ არ ვენდო. სწორედ ამის გასარკვევად ვართ აქ. მტკიცებულებები მჭირდება. „განკვეთა“ და ასეთი სიტყვები ამოიღეთ, ასეთი არ არსებობს. ჩემი პოზიცია როგორი იქნება, ეს შეჯერებული იქნება საპატრიარქოსთან“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

 

გარდა ამისა, მან დეკანოზ მამალაძის წერილთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება.

 

„წერილი არ გვინახავს, წავიკითხავთ და ვიმსჯელებთ“, - განაცხადა მეუფემ. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს წმინდა სინოდმა შეიძლება იმსჯელოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხია. „ვიმსჯელებთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებითაც. გაუმარჯოს უკრაინას და უკრაინელ ხალხს,“ - აღნიშნა მეუფე ანტონმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.