მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად“ , - განაცხადა ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მღვდელმთავარმა გრიგოლმა. მისივე თქმით, არა მხოლოდ მარტვილი, არამედ მთელი საქართველო აღელვებულია.

 

„მე ვფიქრობ, რომ ყველას სტკივა გული, რაც მოხდა გუშინ. გზაზე, რომ მოვდიოდი ყველა მეუბნებოდა აღელვებულია მარტვილი, წალკაც აღელვებულია და მთელი საქართველო აღელვებულია. უპირველეს ყოვლისა, უნდა დავმშვიდდეთ. მე ვარ ექიმი და თქვენ იცით, რომ ოპერაცია, გამოკვლევა ვერ ტარდება იმ დროს, როცა ყვირის ან ჩხუბობს ვიღაც. დავმშვიდდეთ, ვისაუბროთ წყნარად. პატრიარქმა გუშინ სინოდი იმით დაიწყო, რომ ვაპატიოთ ერთმანეთს, ჩვენ გვიყურებს მთელი საქართველო“, - განაცხადა მღვდელმთავარმა გრიგოლმა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, შეიძლება იყვნენ თუ არა სასულიერო პირები, რომლებსაც ის დასჯის იმ მწვავე განცხადებების შემდეგ, რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეპისკოპოსმა გრიგოლმა განაცხადა, რომ არ დასჯის. მისი თქმით, სასულიერო პირები აღელვებულები არიან და ესმის, რომ განცხადებები შეიძლება ცხელ გულზე გაეკეთებინათ.

 

„აღელვებულები არიან, ცხელ გულზე შეიძლება თქვან. მე, რა თქმა უნდა, ექიმი ვარ და გავესაუბრები“, - თქვა ეპისკოპოსმა გრიგოლმა.

 

ეპისკოპოსი მრევლთან და სასულიერო პირებთან შესახევედრად სინოდის სხვა წევრებთან ერთად ჩავიდა. მღვდელმთავარი წირვას კვირას ჩაატარებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.