კვლევითი ცენტრი Pew Research Center-ის მიერ 26 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპოდენტთა უმეტესობამ მთავარ საერთაშორისო საფრთხედ კლიმატის ცვლილება დაასახელა.
კვლევის შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ მთავარ საერთაშორისო საფრთხეებს შორის მეორე ადგილზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“.
აღსანიშნავია, რომ რვა ქვეყნის რესპოდენტებმა „ისლამური სახელმწიფო“ ნომერ 1-ელ საფრთხედ დაასახელეს.
საფრთხეებს შორის ასევე იყო დასახელებული რუსეთის გავლენა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პოლონეთში იყო აღნიშნული ნომერ 1-ელ საფრთხედ დასახელებული. კვლევა 2018 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით ჩატარდა.
მასში მონაწილეობა 26 ქვეყანაში 1500-მა ადამიანმა მიიღო.
2-3 დეკემბერს მთელს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ქარია ნავარაუდევი.
როგორც „GLOBAL PRESS“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდევი. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, ხოლო მაღალმთაში ზოგან თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +10, +15; მთაში +6, +11; მაღალმთაში 0, +5. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავადაუდევი, დილის საათებში ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალმთაში 0, +5.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის მოსალოდნელი უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.
3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8, დღისით +13, +18; მთაში ღამით -1, +4, დღისით +9, +14; მაღალმთაში ღამით -6, -1, დღისით +3, +8. აღმოსავლეთ საქართველოში სინოპრიკოსები დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ელოდებიან. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5,ზოგან -3-მდე, დღისით +8, +13; მთაში ღამით -4, +1, დღისით +7, +12; მაღალმთაში ღამით -7,-2, დღისით 0, +5°,ზოგან +9-მდე.
თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +12.
15-დან 18 სექტემბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი ღელვა. როგორც „გლობალ პრესს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.