კვლევითი ცენტრი Pew Research Center-ის მიერ 26 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპოდენტთა უმეტესობამ მთავარ საერთაშორისო საფრთხედ კლიმატის ცვლილება დაასახელა.

 

კვლევის შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ მთავარ საერთაშორისო საფრთხეებს შორის მეორე ადგილზე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“.

 

აღსანიშნავია, რომ რვა ქვეყნის რესპოდენტებმა „ისლამური სახელმწიფო“ ნომერ 1-ელ საფრთხედ დაასახელეს.

 

საფრთხეებს შორის ასევე იყო დასახელებული რუსეთის გავლენა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პოლონეთში იყო აღნიშნული ნომერ 1-ელ საფრთხედ დასახელებული. კვლევა 2018 წლის მაისიდან ივნისის ჩათვლით ჩატარდა.

 

მასში მონაწილეობა 26 ქვეყანაში 1500-მა ადამიანმა მიიღო.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.