2-3 დეკემბერს მთელს საქართველოში ღრუბლიანობის მომატება და ქარია ნავარაუდევი.

 

როგორც „GLOBAL PRESS“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 2 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდევი. დღის პირველ ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, ხოლო მაღალმთაში ზოგან თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +10, +15; მთაში +6, +11; მაღალმთაში 0, +5. აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა ნავადაუდევი, დილის საათებში ზოგან წვიმა, მაღალმთაში თოვლი. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +10, +15; მთაში +5, +10; მაღალმთაში 0, +5.

 

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის მოსალოდნელი უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.

 

3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8, დღისით +13, +18; მთაში ღამით -1, +4, დღისით +9, +14; მაღალმთაში ღამით -6, -1, დღისით +3, +8. აღმოსავლეთ საქართველოში სინოპრიკოსები დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებას ელოდებიან. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5,ზოგან -3-მდე, დღისით +8, +13; მთაში ღამით -4, +1, დღისით +7, +12; მაღალმთაში ღამით -7,-2, დღისით 0, +5°,ზოგან +9-მდე.

 

თბილისში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3, დღისით +12.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.