NASA-ს აპარატმა, რომელიც მზის სისტემის ყველაზე შორეულ ასტეროიდს მიუახლოვდა, პირველი ფოტოები გამოაგზავნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

New Horizons-მა ასტეროიდ Ultima Thule-ს ზედაპირის გადაღება შეძლო. ის ნეპტუნის ორბიტიდან ყველაზე დაშორებული ობიექტია და ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი ზედაპირის ამსახველი ოფიციალური ფოტოები აქვთ მეცნიერებს.

 

გაირკვა, რომ ასტეროიდი ერთმანეთთან შეკავშირებულ ორ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც თოვლის პაპას ჰგავს. ასტრონომებს ჰქონდათ მოზარება, რომ ასტეროიდი სწორედ ორნაწილიანი იყო, მიღებულმა ფოტოებმა კი ეს დაადასტურა.

 

NASA-ში ადასტურებენ, რომ აპარატი სამუშაო მდგომარეობაში რჩება.

 

ასტეროიდი 2014 წელს ტელესკოპ "ჰაბლის" წყალობით იპოვეს. ის დედამიწიდან მდეობარეობის მანძილის მიხედვით, ყველაზე შორს მყოფი ობიექტია, რომელსაც კი კოსმოსური აპარატი მიახლოებია.

 

სადგური New Horizons-ი კოსმოსში 2006 წლის იანვარში გაუშვეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.