საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს.

 

პლენუმი, რომელიც 9 მოსამართლისგან შედგება, 15:00 საათზე შეიკრიბა. მათ არჩევანი ორ კანდიდატს - მერაბ ტურავასა და ირინა იმერლიშვილს შორის უნდა გაეკეთებინათ.

 

ტურავა ხუთმა მოსამართლემ წარადგინა, ირინა იმერლიშვილი კი ოთხმა. თავმჯდომარე ხდება ის, ვისაც მინიმუმ 5 მოსამართლე უჭერს მხარს. კენჭისყრაში თავად კანდიდატებიც მონაწილეობდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.