რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი, რომის ეპარქიის გენერალური ვიკარიუსი ანჯელო დე დონატისი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

 

მას შემდეგ, რაც კარდინალს გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდა, მან ანალიზი ჩააბარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანჯელო დე დონატისს სიცხე აქვს, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა კარგია.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.