ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა მიზანმიმართულად შეამცირა. სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ამის შესახებ ინფორმაცია თეთრ სახლს მიაწოდეს.

 

სააგენტო Bloomberg-ი სამ სამთავრობო წყაროს ესაუბრა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ თეთრი სახლისთვის მიწოდებული საიდუმლო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის ხელისუფლებამ მიზანმიმართულად შეამცირა ინფიცირებულებისა და დაღუპულთა საერთო რაოდენობის სტატისტიკა.

 

ანგარიშის დასკვნით ნაწილში წერია, რომ ჩინეთის ხელისუფლების მიერ წარდგენილი ოფიციალური მონაცემები გაყალბებულია.

 

ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 3 300 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.